LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რაოდენობის ყავის დალევა შეიძლება ერთ დღეში

1255

ყავა დარიჩინით ან სუნელებით, ფლეტ უაითი ან კაპუჩინო – ყველას თავისი რჩეული ჰყავს, ჩვენ კი მოგითხრობთ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ არომატული სასმელის ზომაზე მეტ მიღებას.

ჩვეულებრივ, ჩვენ კოფეინს ყავის, ჩაის და გაზიანი სასმელების სახით ვღებულობთ. კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელები ხელს უწყობენ კოგნიტიური ფუნქციის გაუმჯობესებას, ცუდი განწყობის დაძლევას და უბრალოდ გამოფხიზლებას. ბევრ ჩვენგანს შეუძლებლად მიაჩნია მუშაობის დაწყება ერთი ან ორი ჭიქა ყავის გარეშე. ასეთი რაოდენობით ყავის სმა, რა თქმა უნდა უსაფრთხოა, მაგრამ რა მოხდება თუ თქვენ დღეში სამ, ოთხ ან მეტ ჭიქას დალევთ?

რა არის კოფეინი?

კოფეინი – ძლიერი სტიმულატორია, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მას აქტივობაში მოჰყავს თავის ტვინის მუშაობა, აუმჯობესებს ჩვენს ყურადღებას და კონცენტრაციის უნარს.

რა რაოდენობის კოფეინია უსაფრთხო?

კოფეინის შემსწავლელი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ზრდასრული ადამიანისთვის დღეში 300 მილიგრამი კოფეინის მიღება აბსოლუტურად უსაფრთხოა (დააახლოებით ამდენს შეიცვს სამი ჭიქა ყავა). კოფეინის მცირე დოზა დაგმუხტავთ ენერგიით, დაგეხმარებათ მოერიოთ დაღლილობას და შეგმატებთ გამძლეობას. თუმცა, ორსულები ვალდებულნი არიან შეამცირონ ან საერთოდ უარი თქვან კოფეინის მიღებაზე.  ყველზე ნაკლებად კოფეინის მიღება ბავშვებისთვისაა რეკომენდირებული.

თუ კოფეინი ზედმეტად ბევრია

დღის განმავლობაში 300 მილიგრამ კოფეინზე მეტის მიღება იწვევს ”კოფეინის აღზნებას”, რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს აგზნების და მღელვარების, უძილობის და შფოთის, გაღიზიანების და მომნელებელი სისტემის პრობლემების მიზეზი. კოფეინს შარდმდენის თვისებაც ახასიათებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ყავისა და კოფეინის შემცველი სასმელის მიღებამ შესაძლოა გაუწყლოებაც გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმი ეგუება კოფეინის შემცველ პროდუქტს და აღარ აქვს ზედმეტი წყლის მოთხოვნილება.

შემცირება თუ რაციონიდან სრულად ამოღება?

სწრაფი და სრული უარის თქმა ყავაზე აუცილებლად გამოიწვევს თავის ტკივილს და გაღიზიანებას. იგრძნობთ უცნაურ ტკივილს კუნთებში და გუნებაც გაგიფუჭდებათ, თუმცა, სიმპტომები რამდენიმე დღეში გაქრება, მდგომარეობის შემსუბუქება კი, უკოფეინო სასმელის ჩანაცვლებით შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g