ჯანეტ ქერდიყოშვილისა და პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის უფროსი ქალიშვილი, ანა სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა ანნას ვიდეოებსა და ფოტოებს მშობლები ხშირად აქვეყნებენ, რაც მათი გამომწერების განსაკუთრებულ ინტერესსაც იწვევს.
ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილმა სოციალურ ქსელში მხიარული ვიდეო გააზიარა. კადრებში პატარა ანნა ეკრანზე დედას უყურებს და გულშემატკივრობს: „დედიკო, გაიღიმე“.
აღსანიშნავია, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალი სატელევიზიო გადაცემის წამყვანი გახდა.
