LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება სამედიცინო დაწესებულებებისთვის – სახალხო პლატფორმა

31
ეკატერინე-ადამია

ექიმებისა და ექთნების მინიმალური ანაზღაურება და საერთაშორისო სტანდარტები სამედიცინო  დაწესებულებებისთვის – ამ თემებზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ადამიამ ისაუბრა.

რა ცვლილებები შევიდა ძალაში ექიმებისა და ექთნების საათობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით?

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

რამდენ ადამიანს შეეხო ეს ცვლილება?

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი , ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

რას შეუწყობს ხელს ეს გადაწყვეტილება?

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებს სამედიცინო  დაწესებულებებისთვის, რას გულისხმობს ეს სტანდარტი?

2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ამ რეფორმის მიზანი, სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება და ამ ხარისხის უზრუნველყოფისთვის დამატებითი, მძლავრი მექანიზმების შექმნაა.

საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო. ამ ეტაპზე საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები