LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხის წინაშე დგანან ჯორჯ და ამალია კლუნები

92

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადვოკატი, ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ კლუნი 23 წლის გოგონას ადვოკატი გახდა. ნადია “ისლამური სახელმწიფოს” ტყვე იყო. ტერორისტებმა მისი ოჯახის წევრები დახოცეს და გოგონა სამი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით,  ნადიამ გაქცევა შეძლო. ერაყის მთვარობამ 23 წლის გოგონა ნობელის პრემიაზეც წარადგინა. სექტემბერში კი ნადია გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. სწორედ ამალ კლუნის დახმარებით შეეცდება ნადია მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლას.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმემ დღეში ამალ კლუნი ფოტოგრაფებმა ნიუ-ორკის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს. ულამაზეს წითელ კაბაში გამოწყობილი ამალ კლუნი პოზიტიურ განწყობაზე ჩანდა და უღიმოდა კიდეც ცნობისმოყვარე პაპარაცებს. ურთულეს საქმეზე საუბრისას კი ამალ კლუნიმ განაცხადა, რომ კონსულტაციები მეუღლესთან გაიარა და რომ ყველა გამოწვევისთვის მზადაა. ადვოკატის თქმით, წყვილს გააზრებული აქვს, რომ ახალი საქმე მათ სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g