LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სამუშაოები ტარდება თბილისის მეტროსადგურებში (ფოტოები)

182

მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით,  მეტროსადგურების განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები„ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ასევე  დაწყებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროსადგურების ყველა ბაქანის და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს,  გრანიტითა  და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის სატრანსპორტო კომპაანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, მეტროსადგურ„ახმეტელის თეატრის“  სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

„სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილის“ სადგურამდე მონაკვეთიც დაათვალიერა. ღონისძიებას დავით ნარმანიასთან ერთად, მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ესწრებოდნენ.

სარემონტო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია ახორციელებს. კერძოდ „ახმეტელის თეატრის“  სადგურის განახლებაზე კომპანია „დამბა“ მუშაობს, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოებს – შპს „ყვარელრემმშენი“,  ხოლო მეტროსადგურ “ავლაბრის” გამაგრებით სამუშაოებს კომპანია „აბსოლუტპლიუსი“ ახორციელებს.

თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2017 წელს კიდევ ოთხი სადგური განახლდება.

mazda magti 5g