ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებზე სახალისო სტატუსს აქვეყნებს.
“დედა რა საშინელებაა…
იძინებ მინისტრის ცოლი ხარ და რომ გაიღვიძებ აღარ!
ცხადია მე არ გამომიცდია, მაგრამ ვგრძნობ ასე იქნება”, – წერს დავით ლიკლიკაძე.
სტატუსის კომენტარებში, სხვა ცნობილი, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტებიც აკომენტარებენ. მათ შორისაა, ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე.
ინგა გრიგოლია სტატუსს აგრძელებს: “და ასე შემდეგ-მინისტრის ძმაკაცი,მინისტრის დაქალი…მინისტრის ბიძაშვილი,მინისტრის მამიდაშვილი…უფრო შორს აღარ წავალ”
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სამინისტროების ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, რამდენიმე მინისტრი მინისტრთა კაბინეტის გარეთ რჩება.