რა სჭირს მესინჯერს, ეს კითხვა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ფეისბუქზე ყველაზე ხშირად დაისვა. საქართველოს გარდა, ფეისბუქის მესინჯერი შეფერხებით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, უნგრეთში, აშშ-ში.
შეფერხება დილის პირველი საათიდან დაიწყო.
DownDetector-ზე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვით, დღეს Messenger-ის ასობით მომხმარებელს აპლიკაციაზე წვდომის პრობლემა აქვს.
ფეისბუქზე ერთდროულად 1200 მომხმარებელი წერდა, რომ Messenger-ში ვერ შედიოდა. ამავდროულად პრობლემა იყო ტექსტურ შეტყობინებების გაგზავნა და შეუძლებელი იყო ზარების განხორციელება.
აღნიშნული პრობლემის მიზეზებზე ფეისბუქ მესენჯერის ადმინისტრაციას ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.
Down Detector-ის რუკის მიხედვით, პრობლემა შედარებით აღმოიფხვრა თბილისში, თუმცა მომხმარებლების ნაწილს მესენჯერთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე აქვთ.