LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად ღამით შიმშილის დროს და როგორ გავარჩიოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილი ერთმანეთისგან“ – ნუტრიციოლოგის რჩევები

643
„რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად ღამით შიმშილის დროს და როგორ გავარჩიოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილი ერთმანეთისგან“ – ნუტრიციოლოგის რჩევები

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გვიზიარებს ინფორმაციას, თუ როგორ გავარჩიოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილი ერთმანეთისგან.

ასევე გვიხსნის რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად ღამით შიმშილის დროს:

„ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ღამით შიმშილის დროს უშვებთ:
ღამის კვებისას, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ახერხებთ ემოციური და ფიზიკური შიმშილის გარჩევას. სწორედ ამ გარჩევის უუნარობა არის მთავარი შეცდომა, რომელიც იწვევს თქვენს არასწორ არჩევანს
„პროტეინ-კომბოს” სტრატეგია
ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს ჭამა აუკრძალოთ (რაც ხშირად ემოციურ შიმშილს ამძაფრებს), თქვენი მიზანი უნდა იყოს სწორი არჩევანი.
1 წესი: 10-წუთიანი პაუზა
როცა შიმშილის სურვილი მოვა:

  • დაელოდეთ 10 წუთი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს შიმშილი ნელ-ნელა მოვიდა, თუ უეცრად?
  • გაანალიზეთ სურვილი: მოითხოვს თუ არა ორგანიზმი კონკრეტულ საკვებს (მაგ., ჩიფსებს, ნაყინს, ნამცხვარს), თუ ნებისმიერი პროდუქტი დაგაკმაყოფილებთ? თუ სურვილი სპეციფიკურია, შიმშილი ემოციურია.
  • თუ შიმშილი ნამდვილად ფიზიკურია, გადადით მე-2 წესზე.
    2 წესი: მაკრონუტრიენტების ბალანსი
    იდეალური ღამის ხემსი, რომელიც ხელს უწყობს ძილს და ჰორმონალურ სტაბილურობას, უნდა შეიცავდეს სამივე მაკრონუტრიენტის ბალანსს: ცილა, კომპლექსური ნახშირწყალი და ჯანსაღი ცხიმი.
    ეს ბალანსი:

ხელს უშლის სისხლში შაქრის შემცველობის ცვლილებას (ცხიმი/ცილა).

უზრუნველყოფს გლიკოგენის შევსებას (ნახშირწყალი).

გვაწვდის სამშენებლო მასალას ღამის რეგენერაციისთვის (ცილა).

3 წესი: ოპტიმალური ღამის ხემსები

ფოკუსირება მოახდინეთ საკვებზე, რომელიც შეიცავს მაგნიუმს და ტრიპტოფანს, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მოდუნებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
ნუშის კარაქი 30 გრ. მთელმარცვლოვან ტოსტზე
70 გრ.
ბერძნული იოგურტი 200 გრ. მუჭა კენკრით 100 გრ.
50 გრ. რიკოტა. კიტრი 1 ცალი.
მოხარშული კვერცხის ცილა 2 ცალი.
ნუში 20 ცალი.
მოხარშული ქათმის ან ინდაურის ფილე 80 გრ“, – წერს ნატა გაგუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g