LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში აჯარიმებენ დამსაქმებელს და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა შრომით უფლებებზე

383
Communication flat icon. Department leaders, laptop, presentation, gear. Teamwork concept. Can be used for topics like leadership, unit, business, analysis

შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები განსაკუთრებით ახლა, კორონაპანდემიის პერიოდში გახშირდა, რასაც დამსაქმებლები ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას უკავშირებენ. ამის გარდა, ხშირია შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები, დარღვევები ზეგანაკვეთურ მუშაობასა და სხვა თემებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ პრობლემებზე იურისტ ეკა ლომიძესთან გვესაუბრა.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ მოქალაქეები შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე და ეს უმეტედა რა ტიპის დარღვევებია – ნამუშევარი დროის არასწორად აღრიცხვა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმა თუ შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები?

– ძირითადი მომართვიანობა ბოლო პერიოდში ანუ პანდემიის პირობებში ეხება სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას, მათ შორის დისკრიმინაციის, ასევე ნამუშევარი დროის ანაზღაურების დაგვიანების, ან საერთოდ ანაზღაურებაზე უარის გამო. გარდა ამისა, შრომის კოდექსით ოფიციალურად განსაზღვრულ დასვენების დღეებში ძალიან ბევრი დამსაქმებელი ამუშავებს თანამშრომლებს, თუმცა არ აძლევს მათ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, რაც ცალსახად დარღვევაა. მოქალაქეებმა არ იციან, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე უნდა მოხდეს გაფრთხილება და უნდა აუნაზღაურდეთ ერთი თვის კომპენსაცია. ხშირად რამდენიმე დღით ადრე ან საერთოდ გაფრთხილების გარეშე ათავისუფლებენ დასაქმებულებს სამუშაო ძალის შემცირების მიზეზით, რაც დასაქმებულისთვის  ორი თვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. ასევე, გამოვლინდა უხელფასო შვებულებაში გაშვების არაერთი ფაქტი, ადამიანები თანხმებიან უხელფასო შვებულებას სამსახურის დაკარგვის შიშით რაც კიდევ ერთი პრობლემაა. მნიშვნელობანია დასაქმებულების  მხრიდან მოხდეს ყველა მტკიცებულებების შენახვა, განსაკუთრებით მაშინ,როდესაც საქმე დისკრიმინაციას ეხება.

მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები ყველა სექტორში, დასაქმებულები არიან დაუცველები - კოტე ერისთავი

EMC-ის წარმომადგენელი თვლის, რომ ქვეყანაში მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები თითქმის ყველა სექტორში

– თქვენი პირველი რჩევა რა არის ასეთ შემთხვევაში და პირველი ნაბიჯები, რასაც დგამთ, როცა მოქალაქე გაწვდით ინფორმაციას მსგავსი დარღვევების შესახებ

 – პირველ რიგში მოვუწოდებ, რომ გაგზავნონ სამართლებრივად სწორად შედგენილი წერილი დამსაქმებლის მიმართ, შრომის კოდექსით გათვალიწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და პარალელურად მიმართონ შრომის ინსპექციას, რადგან სახელმწიფომ შექმნა სტრუქტურა,რომელიც სწავლობს შრომის უფლების დარღვევის ფაქტებს და შეუძლია დამსაქმებლის სანქცირება. ეს სიახლეა და უფრო მეტად უზრუნველყოფს დასაქმებულების უფლებების დაცვას, ვიდრე საქმე გათავისუფლებამდე მივა. მოკვლევა იწყება ისე, რომ მომჩივანის სურვილის შემთხვევაში  კონფიდენციალობა დაცულია და დასაქმებულს გათავისუფლების შიში აღარ უნდა ჰქონდეს, თუმცა თითოული კონკრეტული საქმე საჭიროებს  ინდივიდუალურ მიდგომას. კარგი იქნება, თუ ადამიანები გაივლიან იურისტთან კონსულტაციას მაშინვე, როგორც შეექმნებათ რაიმე სახის პრობლემა, რათა არ შეცდნენ და სამართლებრივი შეცდომა არ დაუშვან, რაც შემდგომ შესაძლოა ვეღარ გამოასწორონ.

 

ეკა ლომიძე, იურისტი

 

– არის თუ არა იმის საშუალება, რომ იურისტმა პრობლემა დამსაქმებლის იურისტთან მოაგვაროს და საქმე არ მივიდეს სასამართლომდე?

 – რა თქმა უნდა შესაძლებელია. იურისტთან საუბარი უფრო შედეგის მომცემია, რადგან მან იცის სამართლებრივი შედეგები, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. გასათვალიწინებელია, რომ ბევრ დამსაქმებელს არ ჰყავს იურისტი, რასაც რიგ პრობლემებთან მივყავართ. მაგ: თუ საქმე სახელფასო ანაზღაურებას ეხება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იურისტების მოლაპარაკებით მოგვარდეს, მაგარამ უკანონო გათავისუფლების დროს, რიგ შემთხვევაში იურისტის მცდელობების მიუხედავად დამსაქმებლის მხრიდან რეაგირება არ ხდება.

– რა შემთხვევაში ინაცვლებს საქმე სასამართლოში და ძირითადად, როგორ მთავრდება ხოლმე, რა სანქციებია დამსაქმებლისთვის ასეთ დროს?

 – სასამართლოში ინაცვლებს საქმე, როდესაც დასაქმებულის წერილობითი მიმართვას/გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია. სანქციების მხრივ დამსაქმებელს შეიძლება დაევალოს სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისი აღდგენა ძველ პოზიციაზე, კონპენსაციის გადახდა, განაცდურის ანაზრაურება, მოხდეს მისი დაჯარიმება.

– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ?

 – ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ ან უბრალოდ აქვთ შიში, რომ თუ ხმამაღლა ისაუბრებენ  პრობლემაზე, დაკარგავენ სამსახურს, რაც თავისთავად არასწორია. სასურველი იქნებოდა მომხდარიყო ადამიანების მეტი ინფორმირებულობა ამ მიმართულებით, რათა მოხდეს რეაგირება თუ უსამართლობის წინაშე აღმოჩნდებიან და მიმართონ შრომის ინსპექციას ცხელ ხაზზე: 1505. შრომითი ინსპექციის მიზანია კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაიცვას დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესები. ამასთან, დღეს უკვე გაზრდილია შრომის ინსპექციის მანდატი და არამხოლოდ შრომითი პირობების უსაფრთხოებას არამედ სხვა შრომით უფლებებსაც მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g