სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სამ ნაგებობას – მუზეუმს, გესთჰაუზსა და არტჰაუზს მოიცავს – ზაფხულში ეტაპობრივად გაიხსნება.
არტ-ჰაუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თათული ღვინიაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შენობის უკანა ფასადში განთავსებული სივრცე გაიხსნება. არტჰაუსი – თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის სამ რესტორანს, აუზს და ფიტნეს კლუბს გააერთიანებს.
რესტორნები:
- ბრასერი ბუვეტი – თანამედროვე ბრასერია სტეიკის და თევზის მრავალფეროვნებით;
- ხარჩო – ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს ნაზავი;
- პუბლიკა – აქ ტკბები ხელოვნებით, კოქტეილებით და კერძებით;
- ფიტ კლუბი – ფიტნეს კლუბი და საცურაო აუზი წლის ყველა სეზონზე ბარით.
„არტ ჰაუსის“ რესტორნებს, ნიუ-იორკის მიშლენის 3 ვარსკვლავიანი რესტორნების გამოცდილების მქონე ფრანჩესკო მანალო დაიკავებს.
შენობის წინა (რუსთაველის გამზირის) ფასადი მოგვიანებით გაიხსნება და მასში თანამედროვე სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება. მუზეუმის გახსნის თარიღს და საგამოფენო ექსპონატებს „არტ ჰაუსის“ ადმინისტრაცია თბილისელებისთვის სიურპრიზად იტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, გალერეაში გია ჯოხთაბერიძის კოლექციებში დაცული ექსპონატებიც გამოიფინება. საუბარია ქართველ მხატვართა 3000-მდე ნამუშევარზე.
ახალი შენობა მისი არქიტექტურიდან გამომდინარე თბილისელებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში გასულ საუკუნეში სასტუმრო „ინტურისტი“, ბოლო დროს კი მხატვრის სახლი იყო განთავსებული. ნაგებობა 1991-1992 წლების მიჯნაზე თბილისის ომს ემსხვერპლა.
თამუნა გოგუაძე