LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შენიშვნას აძლევს დედამთილს ანა მარგველაშვილი – პრეზიდენტის შვილის ოჯახური იდილია

136

ეკა ხოფერია ანა მარგველაშვილს შინ ესტუმრა და მისი ოჯახი გაიცნო. ანას რჩეული დიჯეი გიგი ჩიჩუაა. წყვილს პირველი შვილი მცირე ხნის წინ შეეძინა. ანა ამბობს, რომ გიგი ბავშვის აღზრდაში ძალიან ეხმარება – “ღამე, როცა არ იძინებს, გიგის ჰყავს. აჭმევს და დაძინებული შემოჰყავს”.

გადაცემასთან გიგის დედამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “შვილიშვილი შვილზე ტკბილია. ანას დედამთილი ასევე ამბობს, რომ რძლისგან სწორ შენიშვნას იღებს – “ხანდახან შენიშვნას მაძლევს ჩემი რძალი, სწორს, სხვათა შორის, ბავშვს ნუ არწევ, როცა აძინებო… ვის ჰგავს? ორივეს, ხანდახან ბაბუამისსაც მაგონებს, წარბებს რომ აწევს, პატარა გიორგია, პატარა მარგველას ვეძახი… ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ გიგი კარგი მამა იქნებოდა. ასეთი ანგელოზის ხელში როგორ უნდა იყო ცუდი მამა?” – აღნიშნავს ანას დედამთილი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ekakhoperiatalkshow/videos/800952913378543/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g