LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რა დროც არ უნდა გავიდეს, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება” – რა ბერკეტები აქვს საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

293
Untitled-design-23

იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, აღნიშნული არსებითად შეცვლის რუსეთის მიერ საქართველოში შექმნილ გაყინული კონფლიქტების თემატიკას.

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

ლევან ალაფიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განმარტა, რომ ახლა საჭიროა სწორი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, იურისტი საუბრობს რა შეუძლია საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰააგის პრეცედენტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არ იყო ადვილი რუსეთის  მიმართ პროცედურების წარმოებაც კი, არა თუ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დადასტურებულია, რომ ომის დანაშაულები ჩადენილი არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, სწორედ ის იყო მხარე და შესაბამისად, მისი ეფექტური კონტროლქვეშ მყოფი პირების მიერაა ჩადენილი დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

ახლა, საჭიროა ყველამ ერთად და პირველ რიგში, მთავრობამ ჯეროვნად გამოვიყენოთ მიღებული გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ხელისუფლებისგან რაიმე ასეთი გეგმის ან პოლიტიკური ხედვის მსგავსი არ მომისმენია. შესაძლოა სიახლეა და იმედი მაქვს, ახლა მუშაობენ ამაზე. სამწუხარო იქნება თუკი ხელისუფლება ამ შანსს ვერ გამოიყენებს“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

კითხვაზე, რა შეუძლია საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ლევან ალაფიშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„წარმატების მიღწევა ყველა საერთაშორისო ფორუმზე მნიშვნელოვანია. ევროპულ ინსტიტუტებში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობასა და გაეროს ფორმატში შესაძლებელია მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა დეოკუპაციის საკითხებში.

მაგალითად, გაეროს ქარტიის უშიშროების საბჭოში ხმის უფლებით ვერ სარგებლობს მხარე, თუკი იგი არის კონფლიქტის მონაწილე. ამდენად, თუ საქართველო გაწევს ძალისხმევას და წარადგენს ინიციატივებს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მიმართული იქნება დეოკუპაციისკენ, ამ შემთხვევაში უშიშროების საბჭოზე ამ საკითხების გატანა რუსეთს ტოვებს ხმის გარეშე.

რეალურად, გვრჩება საშუალება, უმაღლეს ორგანოს, უშიშროების საბჭოს დააწყებინოს მსჯელობა საქართველოს მტკივნეულ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არსებითად შეცვლის საქართველორუსეთის და საქართველოში გაყინული კონფლიქტების თემატიკას“, – განაცხადა იურისტმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და როგორია წინასწარი პროგნოზები ? – ალაფიშვილი პასუხობს, რომ ბუნებრივია რუსული მხარე შეეცდება წინააღმდეგობაში იყოს ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებასთან, თუმცა, როგორც იურისტი აღნიშნავს, ეს არის ის დანაშაულები, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

„რუსეთისგან კონსტრუქციულ ქმედებებს არ ველი. რუსეთი და მისი რეჟიმები მცირე დროის ეპოქალური თვალსაზრისით შეეცდებიან დანარჩენ დემოკრატიულ თანამეგობრობასთან და ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებასთან იყვნენ წინააღმდეგობაში.

ბუნებრივია ასე მოიქცევა რუსეთი, მაგრამ ერთი რამ რუსეთმაც იცის და ეჭვი მაქვს, მისმა მოკავშირეებმაც, რომ ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

„რეალურად, მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ, მხოლოდ 3 ადამიანზე გადატეხა თავიდანვე გაუგებარი იყო, უნდა დამდგარიყო რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხიც“ – უჩა ნანუაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

შესაბამისად, რა დროც არ უნდა გავიდეს, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება და იმედი მაქვს, რომ არა მომავალი თაობა, ჩვენც ძალიან მალე ვიხილავთ აღსრულების დაწყების პროცესს“, – განაცხადა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g