დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის დირექტორობის პარალელურად, ახალ თანამდებობაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინიშნა და ამის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის შვილისთვის, ძალზედ საამაყოა და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. დღეიდან საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის პოზიციის პარალელურად დავინიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის სოციალურ საკითხთა და კულტურის დეპარტამენტის თვითშემოქმედებითი კოლექტივების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად. ბედნიერი ვარ, რომ შეხება მექნება ჩვენს საამაყო სტუდენტ ახალგაზრდებთან, რომლებიც საქართველოს ახალი ისტორიის ფურცელს წერენ. მადლობას ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას!“