LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის დისტანციურ სერვისებს სთავაზობს შსს-ს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს – სახალხო პლატფორმა

683
ლიკა-ალადაშვილი

რა ტიპის დისტანციურ სერვისებს სთავაზობს შსს-ს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ლიკა ალადაშვილმა ისაუბრა.

რას საქმიანობას ეწევა მომსახურების სააგენტო?

მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქი არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი.

გარდა ამისა, მობილური ჯგუფები ახალქალაქის, დაბა მესტიისა და ამბროლაურის მოსახლეობას პერიოდულად აწვდიან სერვისებს.

რომელი ძირითადი მიმართულებებით ხორციელდება სერვისების მიწოდება?

სააგენტოს მიერ სერვისების მიწოდება ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:

✓ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები;

✓ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობასთან დაკავშირებული სერვისები;

✓ იარაღთან დაკავშირებული სერვისები;

✓ ცნობების გაცემასთან დაკავშირებული სერვისები.

დაინტერესებულ პირებს მომსახურეების სააგენტოს სერვისებით სარგებლობა დროის მცირე მონაკვეთში, როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ვიზიტით, ასევე დისტანციურად შეუძლიათ

როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიყო…

მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) დარეგისტრირებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.

ხოლო, ის პირები, რომლებიც ცნობის მისაღებად განაცხადს, ადგილზე მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გააკეთებენ, დამზადებულ დოკუმენტს, ასევე ელექტრონული წესით, მიიღებენ. მოქალაქეებს, განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, გაეგზავნებათ შესაბამისი ბმული, საიდანაც ცნობის ჩამოტვირთვას შეძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10-ზე მეტი სახის ცნობა გაიცემა. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული ცნობის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება და თარგმანი.

სააგენტოში ცნობის თარგმნა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე.