თამრიკო ჭოხონელიძე თავის რძალთან, კოკო როინიშვილის მეუღლესთან, ანი იმნაძესთან ერთად პოდკასტის „მეხუთე ელემენტი“ ანა ტყებუჩავასთან ერთად სტუმარია.
მომღერალი საუბრობს როგორ განიცდის იმ ყველაფერზე, რაც სოციალურ ქსელში ხდება და გადაწყვეტილი აქვს, გადაცემის ჩაწერის შემდეგ სოციელური ქსელი გააუქმოს.
„ბევრი წლის წინ დამარეგისტირეს ფეისბუკზე. ყველა მეჩხუბება, როგორ გაქვს რეაქცია იმ რაღაცებზე რასაც იქ წერენოო… რა თქმა უნდა, გტკივა, როდესაც შენზე საშინელებას იგონებენ და წერენ.
მე ზოგადად ვნერვიულობ, რატომ არის ამდენი გაბოროტებული ადამიანი. რასაც თუნდაც ჩემზე წერენ, არაფერი არაა იქიდან ხელმოსაჭიდი, მაგრამ მაინც წერენ“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
