„რუსეთი ოკუპანტი არ არის, რა თქმა უნდა, არ არის!“, – ამის შესახებ „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თემურ მაისურაძემ განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, არის, თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
მისი თქმით, „საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“.
მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს
პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.
„ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რუსეთთან მეგობრობასთან ერთად“. – განაცხადა თემურ მაისურაძემ.
ცნობისთვის, თემურ მაისურაძე სხვა პროგანდისტებთან ერთად, დღეს მოსკოვი-თბილისის ავიარეისის პირველ ბორტს ჩამოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.