LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა, ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში“ – დავით მათიკაშვილი

141
დავით მათიკაშვილი

„რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული, კანონი შევა ძალაში“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით მათიკაშვილი პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ იყო მოტივირებული ვეტო.

„შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“ – მაიკლ როთი უმრავლესობას

„რეალურად, ეს არის სრული ლუსტრირება როგორც პრეზიდენტის გადაწყვეტილების, ასევე, ზოგადად ამ კანონის წინააღმდეგ არსებული შტურმის. მან ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმისა, თუ რატომ იყო მოტივირებული ეს ვეტო.

რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული, კანონი შევა ძალაში და ის აუცილებლად, ერთის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს გარე ჩარევებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობას“  – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ, სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი… გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ“ – ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

mazda magti 5g