უძრავი ქონების შეძენა სერიოზული გადაწყვეტილებაა. მიუხედავად არჩევანის მრავალფეროვნებისა, ბევრი, სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს ქონების დადებით და უარყოფით მხარეებს, ამიტომ წინასწარ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გამორკვევა აუცილებელია.
ბინები – ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონების ტიპია. ამ მხრივ ბაზარიც ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა, დეველოპერები მაძიებლებს სთავაზობენ ახალ-ახალი კონცეფციით აშენებულ, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს დახვეწილი ინფრასტრუქტურით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე აქტუალობას არც მეორეული ბინები კარგავს.
რა ფაქტორები განსაზღვრავს ბინის ღირებულებას?
ლოკაცია ის მთავარი ფაქტორია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს უძრავი ქონების ფასს. მართალია, დეველოპერული სექტორი ცდილობს, რომ საცხოვრებელ სახლებს მოუწყოს მოსასვენებელი სივრცე, პარკი, სკვერი , მაგრამ სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ძირითადად მაინც ქალაქის შემოგარენში გვხვდება.
იზოლირებული ეზოს, სკვერის, პარკის არსებობა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კორპუსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახებს, რომელთაც ბავშვები ჰყავთ, ასეთ გარემოში ცხოვრება ძალიან გაუჭირდებათ.
გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია პარკინგის საკითხი. ავტოფარეხი საუკეთესო შეთავაზებაა ბინის ყიდვის დროს, მაგრამ მისი არ არსებობის შემთხვევაში, მიწისქვეშა პარკინგი, ან მოედანი მანქანის გასაჩერებლად აუცილებლად უნდა ჰქონდეს კორპუსს. დღეს, როდესაც თითოეულ ოჯახს რამდენიმე მანქანა ჰყავს, წარმოუდგენლად რთულია მათი გაჩერება ქალაქში, ან სახლთან ახლოს მდებარე საპარკინგე ზოლში, სწორედ ამიტომ სახლს უნდა ჰქონდეს სივრცე პარკინგისათვის.
მათთვის, ვისაც არ ჰყავს ავტომობილი, საინტერესოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე, ადრე თუ მეტროსთან ახლოს მდებარე კორპუსებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა და ფასზეც კი ახდენდა გავლენას ეს საკითხი, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახლოს, ხშირად და ბევრი მიმართულებით დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენი სახლიდან.
როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა?
ბინის ყიდვა თბილისში მარტივად რომ შეძლოთ, საუკეთესო გზა უძრავი ქონების პირველი თანამედროვე პლატფორმა Area.ge გახლავთ. არეაზე წარმოდგენილია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი განცხადება. საქართველოში არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობის საფუძველზე, პლატფორმაზე განთავსებულია დეველოპერების ყველა შეთავაზება. ეს კი იძლევა შანსს, რომ სწორედ არეაზე იპოვოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ბინა.
არეა ცდილობს, იზრუნოს მომხმარებლის კომფორტზე და სთავაზობს ქონების 3დ ვიზუალიზაციას, რითაც საშუალებას აძლევს მაძიებელს, დისტანციურად დაათვალიეროს მისთვის საინტერესო ქონების ინტერიერი, ექსტერიერი, გეგმარება, ხედები და საჭიროების შემთხვევაში აზომოს კიდეც სივრცე. გარდა ამისა, საიტზე ჩაშენებული საძიებო ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება, მონიშნოს მისთვის საინტერესო კრიტერიუმები და ნახოს მხოლოდ მის ინტერესებზე მორგებული განცხადებები.
არეა – თანამედროვე ციფრული სივრცე უძრავი ქონების სამყაროში.
R