LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, თუ სამსახურიდან დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებენ – იურისტის რჩევები გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში”

27
abeli 2

ქალების უფლებების დარღვევები, სამსახურიდან გათავისუფლება და პრობლემური ქეისები – რა დახმარებას ითხოვენ ისინი იურისტებისგან, გადაცემის ,,კანონის ფარგლებში” სტუმარია იურისტი აბელ გეგია.

– ქალების უფლებების დარღვევის რა ქეისები გაქვთ, გვქონდა გადაცემა უშუალოდ ოჯახურ ძალადობაზე მაგრამ არ გვისაუბრია მაგ. შრომითი უფლებების დარღვევებზე?

– მოქალაქეები მოგვმართავენ დახმარების თხოვნით სწორედ ამ კუთხით. ეს არის სამოქალაქო ტიპის დავები, როგორიცაა ალიმენტის მოთხოვნით, ქონების გაყოფით და ა. შ. რაც შეეხება შრომით უფლებებს, აქ შეიძლება იყოს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, არის ხშირად შვებულების მიცემის წესთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირად მოგვმართავენ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზით

– რა მიზეზებით ათავისუფლებენ კონკრეტულად ქალებს სამსახურიდან. შეიძლება, დამსაქმებელმა თქვას, რომ ეს არის სტანდარტული რეორგანიზაცია და იქ მოhყვა მაგ. ქალი. ანუ ასე პირდაპირ ხომ არ ეუბნებიან, რომ იმიტომ გიშვებ, რომ ქალი ხარ, ხან ბავშვი გყავს ცუდად, ხან რა მიზეზით აცდენ სამსახურს…

– რა თქმა უნდა, დამსაქმებელი პირდაპირ არ მიუთითებს ამას, რადგან დისკრიმინაციაა, მაგრამ რაც უნდა იცოდნენ ქალებმა, მათ გააჩნიათ ისეთი უფლებები, რაც კაცს ვერ ექნება. მაგ. შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო – ეს არის ქალის უფლება, რომ მოითხოვოს დამატებითი შვებულება, ეს არის ანაზღაურებადი და მისი ვადა 126 კალენდარული დღეა. თუ მშობიარობა გართულდა ან ტყუპები ჰყავს, ეს ვადა გრძელდება

– ეს ანაზღაურებადია თუ ნებაყოფლობითია დამსაქმებლის მხრიდან?

– სახელმწიფო ვალდებულია 1000 ლარამდე აანაზღაუროს და თუ საჯაროა, ანაზღაურება ჩვეულებრივ ხელფასის სახით ხდება, რასაც ვერ ვიტყვით კერძო სექტორზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანია დეტალია მარტოხელა დედის სტატუსი. ამასაც სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს. არსებობს წესი, როგორ უნდა მიიღოს ეს სტატუსი ადამიანმა. განისაზღვრა, რომ ქალი, რომელსაც ჰყავს შვილი და ქორწინებაში არ იმყოფება, მას შეუძლია ამ სტატუსის დადგენა მოითხოვოს. ეს განსხვავდება განქორწინებულისგან. მარტოხელა დედის შემოსავალი 3000 ლარამდე თუ არის, არ იბეგრება.

– ამ სტატუსის მინიჭების დროს რა პრობლემები ექმნებათ ქალებს?

– სტატუსის მინიჭების დროს სერვისის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ, ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა წარადგინონ, სადაც ჩანს, რომ მას მამის გვარი არ აქვს, ეს ერთ–ერთი მტკიცებულებაა, რომ ქალი მარტოხელაა. ასევე საჭიროა დედის დაბადების მოწმობა და სპეციალური განაცხადის შევსება. თუ სტატუსი არ მიანიჭეს ან არ განიხილეს, ამის შემდეგ, ამ აქტის გასაჩივრების უფლება აქვს სტატუსის მაძიებელ პირს. ამისთვის მას 30 დღე აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g