LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ქნათ, თუ დამკვეთი ხართ, თანხა დაქირავებულ პირს წინასწარ გადაუხადეთ და ის უბრალოდ “გაქრა” – იურისტის რჩევები

9
money 1

დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა – რა უნდა ვიცოდეთ, თუ ვართ დამკვეთი და ვისაც საქმე შევუკვეთეთ, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა, თანხის ნაწილი ან სრული თანხა კი უკვე გადახდილი გვაქვს. ხშირად ასეთი შემთხვევები იმ დროს ხდება, როცა ხელშეკრულების საფუძველზე არ ვახორციელებთ შეკვეთას, როცა ამა თუ იმ საქმეზე ავიყვანეთ ხელოსანი და მხოლოდ მისი სიტყვიერი დაპირების იმედად ვართ. ამ თემაზე ინფორმაცია და რჩევები იურიდიული საკონსულტაციო კომპანია “ სი ელ ესის” მენეჯმენტმა მოგვაწოდა.

“ძალიან ხშირი გახდა ელექტრონულად ნივთების შეძენა. ზოგადად, ეს კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ ჩნდება პრობლემებიც. სოციალურ ქსელში ბევრი კომპანიაა, რომლის წარმომავლობა არ ვიცით და თანხას მაინც ვრიცხავთ. გვქონდა შემთხვევა, როცა 100, 200 ლარი გადარიცხა მომხმარებელმა და ის ექაუნთი სოციალურ ქსელში მოგვიანებით აღარ იყო, გაქრა. ხშირად არის, რომ ურიგდებით ხელოსანს, ხელშეკრულება არ ფორმდება , თანხას ვუხდით წინასწარ და მერე ეს თანხა გვეკარგება.

მაგალითად, ხელოსანს შევუკვეთეთ ფანჯრები, გადავუხადეთ თანხა და ის აღარ ასრულებს სამუშაო, გვაქვს მხოლოდ ტელეფონის ნომერი. ასეთ დროს უნდა მივმართოთ პოლიციას, თუმცა ხშირად ისინი თავად არკვევენ და ცდილობენ საქმის მოგვარებას. ამ პირს იბარებენ პოლიციაში, ეუბნებიან, რომ აღიაროს, რომ აქვს ვალი, მაგ. 500 ლარის ოდენობით , დავა იწყება სამოქალაქო სასამართლოში. არადა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რაც თაღლითობას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ სასამართლოში არ მოგიწიოთ სიარული, იურისტთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, ის გეტყვით, რა ფორმით უნდა შეიტანოთ პოლიციაში განაცხადი, რომ სამოქალაქო დავად არ ჩაითვალოს.

ანუ თქვენ არ უნდა დაეთანხმოთ, რომ ეს არის დავალიანება. ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ონლაინ შესყიდვების დროს გადაამოწმოს ინფორმაცია, მაგ. პოსტის ქვეშ თუ ხედავთ რომ არის კომენტარები , მაგრამ როცა წასაკითხად შეხვალთ, აღარ ჩანს, ანუ წაშლილია. ეს უკვე ეჭვის საფუძველს იძლევა” – გვეუბნებიან საკონსულტაციო კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g