სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული. მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან.
სამსუნგი სმარტფონებითა და სმარტ მოწყობილობებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს, სადაც განსხვავებული ელექტრონული და მობილური ქსელი თუ სტანდარტებია. თუმცა საქართველოში Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის, კერძოდ, შემოწმებულია და სრულად თავსებადია საქართველოში არსებული მობილური ოპერატორების ქსელებთან. თქვენ აღარ დაგჭირდებათ გაურკვეველი წარმოშობის დამტენების ან გადამყვანების შეძენა სმარტფონის დასამუხტად. ასევე, არ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისათვის განკუთვნილი აპლიკაციებისგან შიდა მეხსიერების გასუფთავება. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას თქვენ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს ყიდულობთ.

ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენისას გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, რადგან მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც, საჭიროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას სრულად ხართ დაცული მეორეხარისხოვანი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.
გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას შეძლებთ ისარგებლოთ ექსკლუზიური ფასდაკლებებით და პრომო აქციებით, როგორიცაა „Trade-In“, რომლითაც სამსუნგი საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს.
სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტი, მეგატექნიკა, კონტაქტი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
აირჩიე ოფიციალური – ჰოლოგრამა გიცავს!
(R)