LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა უსამართლო ხარ ცხოვრებავ! მართლა კმარა!“ – მომღერალ ხვიჩა ხოჯავას მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან

547
ხვიჩა ხოჯავა

ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, 16 ივლისს დაკრძალეს.

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – „სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელს ქვეყანას, გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“

სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ემოციური სტატუსი, რომლითაც ხვიჩა ხოჯავას მეგობრები, ახლობლები და კოლეგები მიმართავენ და ემშვიდობებიან.

„ძალიან დამწყვიტა გული.. უნიჭიერესი ბიჭი იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი სტილი, მანერა და იყო უსაყვარლესი ადამიანი“ – პანჩო მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებაზე

არქივიდან, მერიკო კარტოზიასთან ხვიჩა ხოჯავას ცნობილ დუეტს აქვეყნებს მომღერლის ოჯახის ახლობელი, მაცაცო ხოჯავაც და წერს:

„რა უსამართლო ხარ ცხოვრებავ! მართლა კმარა!კმარა!კმარა!“.

„სიმღერა „მშვიდობით არა, ნახვამდის“ გმირებს მივუძღვენი“- ხვიჩა ხოჯავა

რა უსამართლო ხარ ცხოვრებავ! მართლა კმარა!კმარა!კმარა!……💔💔

Posted by Macaco Xojava on სამშაბათი, 16 ივლისი, 2024

„90-იან წლებში, წვეულების შემდეგ, ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს.. ცოცხალს ვეღარ მივუსწარით.. დრო გავიდა და ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა. ხვიჩა დაარქვა. მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა“ – ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g