LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უშლის ხელს ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში – FM ქოუჩი

21
couchi

გადაცემის ლაივი LIVE

რა უშლის ხელს ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ მარკეტერმა და ლექტორმა დავით ჩქოტუამ ისაუბრა.

რატომ უჭირთ ახალგაზრდებს დასაქმება?

დღესდღეობით, ძალიან აქტუალური პრობლემაა დასაქმება ახალგაზრდებისთვის. ამის ბევრი მიზეზი არსებობს დაწყებული საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობიდან, დასრულებული პანდემიით გამოწვეულ დემოტივაციით. სტუდენტებმა ხშირად არ იციან:

• რომელ სფეროში უნდა იპოვონ საკუთარი კარიერული გზა
• როგორ დაისახონ მიზნები და განსაზღვრონ პრიორიტეტები
• როგორ შეაფასონ საკუთარი რესურსები
• მართონ საკუთარი თავი
• რა საჭირო უნარები შეიძინონ და სად
• რა ხდება დასაქმების ბაზარზე

რა ფაქტორები ამწვავებს ამ პრობლემას?

პანდემიით გამოწვეული სტრესი – კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ვითარებას. კვალიფიციური ცოდნის მიღება დღეს კიდევ უფრო რთული გახდა დისტანციური სწავლების პირობებში.

ეკონომიკური ფაქტორი – ეს აისახება მათ მენტალურ მდგომარეობაზე. სტუდენტების ძირითადი ნაწილი თავად იხდის სწავლის საფასურს და ხშირ შემთხვევაში, სწავლის და მუშაობის შეთავსება მათთვის შეუძლებელი ხდება.

ნეთვორქის გაზრდა – პანდემიამ გამოიწვია ადამიანების სოციალური დისტანცირებაც, რაც ხელს უშლის ნეთვორქის გაზრდას, რაც ასევე მნიშვნელოვანია კარიერული განვითარებისთვის.

როგორ აისახება ახალგაზრდებზე კულტურულ-სოციალური ფაქტორები?

კულტურული და სოციალური ფაქტორები – სამწუხაროდ ეს ფაქტორი ხშირად იქცევა ბარიერად ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მენტალიტეტი, რომელიც ძირითადად შეზღუდვებზე უფრო იყო ორიენტირებული, იწვევს თავდაჯერებულობის ვარდნას.

არასაკმარისი სამოქალაქო განათლება – კიდევ ერთი, სადაც დასაქმებულმა არ იცის საკუთარი უფლებები და ხშირად მსხვერპლის როლში უწევს ყოფნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები