ცნობილი ხდება, რომ მსახიობი ჯულია რობერტსი რეჟისორ ლუკა გუადანინოს ახალ ფილმში ,,ნადირობის შემდეგ” იღებს მონაწილეობას. ფილმი დეტექტიური ჟანრის ტრილერი გახლავთ და მასში ჯულია კოლეჯის პროფესორის როლს ასრულებს. მისი კარიერას საფრთხე მას შემდეგ შეექმნება, რაც ჯულიას კოლეგას, კოლეჯის მოსწავლე მძიმე ბრალდებას წაუყენებს. ჯულიას გმირს სწორი პოზიციის გაზიარება და სიმართლის აღიარება უწევს, რამაც შესაძლოა მისი ბნელი წარსულის საიდუმლო ამოატივტივოს.
გუადანინო, რომელიც ,,ოსკარის ნომინანტი” გახლავთ ფილმისთვის Call Me by Your Name, პარალელურად მუშაობს ახალ პროექტზე ,,ცალკე ოთახები”, რომელიც პიერ ვიტორიო ტონდელის რომანის ადაპტაციას წარმოადგენს.
10 ფილმი „ლამაზმანის“ გარდა, სადაც ჯულია რობერტსის სილამაზე და ნიჭი ყველა მოლოდინს აჭარბებს
56 წლის „ლამაზმანი“ Chopard-ის სამკაულებით – ჯულია რობერტსის უახლესი ფოტოები
უმაკიაჟო „ლამაზმანი“ – 56 წლის ჯულია რობერტსი პომპეზური „ლუქით“ პარიზში