LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიცით კრიშტიანო რონალდოს გოგოს შესახებ: ჯორჯინა როდრიგესი საკუთარ თავზე ყვება

270

დაახლოებით ორი კვირის წინ, კრიშტიანო რონალდომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მისი მეგობარი გოგოს, ჯორჯინა როდრიგესის ორსულობის შესახებ. 23 წლის მოდელმა ამჯერად ესპანური HOLA!-სთვის იპოზიორა და პირველად საკუთარ თავზე გულახდილად ისაუბრა:

„მეოჯახე ადამიანი გავხდი. მიყვარს ბავშვები, ბუნება და ცხოველები. მყავს სამი წლის კატა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. მიყვარს იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებიც დადებით ემოციებს მჩუქნიან.

მომწონს საკუთარ თავზე ზრუნვა. ჩემთვის აუცილებელია, დაკავებული ვიყო რეგულარულად სპორტით და ვიკვებო ჯანსაღად. ვცდილობ, მხოლოდ ორგანული საკვები მივიღო, გავურბივარ ყველაფერს, რასაც სიმძიმის შეგრძნება მოაქვს, თუმცა დროთა განმავლობაში თავს გემრიელობებითაც ვანებივრებ. ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა ასეთი გამონაკლისების გარეშე!

ჯორჯინას თქმით, სპორტული სახეობებიდან უპირატესობას ანჭებს იოგას და საიკლინგს. ბავშვობიდან ბალეტზე დადიოდა და მას თავი 19 წლის ასაკში დაანება, რადგან ლონდონის სამეფო ცეკვის აკადემიაში ჩააბარა.

„ჩემმა მასწავლებელმა ხელოვნების სიყვარული მასწავლა. მისი მითითებით დისციპლინისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფასი გავიგე“ – ამბობს ჯორჯინა.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს მეგობარი გოგო ესპანეთის ერთ-ერთ პროვინციაში დაიბადა და გაიზარდა. წლების განმავლობაში, ადგილობრივ რესტორანში ის მიმტანად მუშაობდა, სანამ ბრისტოლში გადასვლა და ინგლისურის სრულყოფილად სწავლა, მოგვიანებით კი ლონდონში წასვლა არ მოინდომა. კრიშტიანოსთან შეხვედრამდე, Gucci-ს მაღაზიაში ის კონსულტანტად მუშაობდა.

ჯორჯინას მამა ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი იყო, დედა კი გოგონას 2011 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაეცვალა. როდრიგესს ერთი წლით უფროსი და ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები