LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წერილი მიიღო გიორგი ისაკაძემ “მაესტროს” დირექტორისგან

82

„მაესტრომ“ ხელშეკრულება გიორგი ისაკაძესთან ცალმხრივად გაწვიტა, გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ინფორმაციით, განცხადება ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გიორგი ისაკაძის მხრიდან მის მიერვე შექმნილი გადაცემების აუთსორსზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

„მიგვაჩნია რა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ გადაცემები – „ბიზნესკონტაქტი,“ „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“ წარმოადგენენ საზოგადოების კომერციულ და ინტელექტუალურ საკუთრებას და ამასთან, მიგვაჩნია რა, რომ ამ გადაცემების ფინანსური პოლიტიკის მართვა არის ცალსახად საზოგადოების იმპერატიული უფლება, დაუშებლად მიგვაჩნია, ამ მიმართულებით „მაესტროსთან“ რაიმე ულტიმატუმის ენით საუბარი,“ – ნათქვამია ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებაში, რომელიც, „ბიზნესკონტაქტის“ ინფორმაციით, ისაკაძემ გუშინ მიიღო.

თავად გიორგი ისაკაძე კი ამბობს, რომ ზურაბ ნაყეურისგან მიღებული წერილი ელექტრონულ ფოსტაზე მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მას გუშინ დილით შეხვდა და წერილში აღნიშნული ინფორმაცია სიტყვიერად გადასცა.

„შაბათ-კვირას მან გაიარა კონსულტაციები ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან , ბორდის წარმომადგენლებთან და მითხრა, რომ მოგვიანებით წერილობითი სახით მივიღებდი გადაწყვეტილებას, რომ მათ არ სურთ ჩემთან საქმიანი ურთიერთობა – ამ შემთხვევაში, როგორც პროექტის ხელმძღვანელთან,“ – ამბობს თავად გიორგი ისაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g