LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წესების დაცვა მოგვიწევს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სამოგზაუროდ წასასვლელად

423
air-travel-bording-pass-plane-ticket

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს სხვადასხვა ქვეყნებში შესვლის რეგულაციებს აცნობს.

1.ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის 15 მარტიდან ევროკავშირის/შენგენის ზონის ფარგლებს გარედან, ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, ნიდერლანდებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის მგზავრები, რომლებიც არიან სრულად ვაქცინირებული ბუსტერის გარეშე (270-დღიანი მოქმედი სერტიფიკატით) ან აქვთ გამოჯანმრთელების სერტიფიკატი (180 დღის მოქმედების ვადით).

2.საქართველოს მოქალაქემ ავსტრიის საზღვარზე უნდა წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა; ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი; ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემული პირობებიდან ვერცერთს, საზღვრის კვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმულარი. ისინი დაექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, რომლის დატოვებასაც შეძლებენ ნეგატიური PCR ტესტის პასუხის მიღების შემდეგ.

3.უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩაუტარდათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან გამოჯანმრთელდნენ, შეძლებენ ისრაელში შესვლას ბენ გურიონის აეროპორტის გავლით შემდეგი პირობებით:

  • ისრაელში ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში არ უნდა იყოს ნამყოფი ე.წ. წითელი ზონის ქვეყანაში – https://corona.health.gov.il/en/country-status/
  • თუ ისინი ვაქცინირებული არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ აღიარებული ვაქცინით, ან გამოჯანმრთელებულია (recovery).

ისრაელში აღიარებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca, Sinovac, Sinopharm, Serum Institute of India, Sputnik V ვაქცინა.

4.საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. ბუსტერის ქონა, თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 9 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს: https://www.geoconsul.gov.ge/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g