LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც ის წავიდა, სიტყვით ვერ გადმოვცემ, როგორ გაჭირდა და გაუფერულდა ყველაფერი“ – რას წერს ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

1578
ფორტუნა (14)

9 ნოემბერს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაბადების დღეა.

ჟურნალისტს 38 წელი შეუსრულდებოდა. ლევან ჩხაიძის მეგობარი ინგა გრიგოლია, ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

„რაც ის წავიდა, სიტყვით ვერ გადმოვცემ, როგორ გაჭირდა და როგორ გაუფერულდა ყველაფერი. რაც ის წავიდა, ვეღარავინ ამოავსო უზარმაზარი სიცარიელე, რომელიც გაჩნდა… ღრმა და უკიდეგანო სიცარიელე..
რაც ის წავიდა, ვეღარსად ვიპოვე მეგობარი, ისეთი ტკბილი, ისეთი სანდო და საიმედო, როგორიც თავად იყო…

ხანდახან მართლა მგონია დამესიზმრა, თორემ ეგეთი მეგობარი, სხვა არც არასდროს მყოლია, არც მანამდე და არც მერე. დაბადების დღეს გილოცავ, ჯაკო!

მაინც მგონია, რომ სადღაც, შორეულ მოგზაურობაში ხარ და ჩამოხვალ-დამირეკავ. შენს დღეს გილოცავ, ჯაკო.? Ia Gawerelia Alina Chxaidze მიყვარხართ და მინდა ისე იყოთ, როგორც ჩვენს ბიჭს გაუხარდებოდა? (ხო, ამასაც დავწერ – რაც ის წავიდა,სიკვდილის საერთოდ აღარ მეშინია, საერთოდ!!), – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g