LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება, იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს” – ვიქტორ სანიკიძე უკრანის ნაკრების მწვრთნელის უხამს ჟესტზე

873
სანკიიიი

უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და ბოლო წამზე უკვე წუთშესვენებას აღარ იღებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენი მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელების მისამართით უხამსი ჟესტი აჩვენა. მისმა საქციელმა ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g