LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც „ოცნების“ დაუდევრობის გამო ადამიანები დავკარგეთ, ამდენი ომში არ იკარგება“ – ნადიმ ხმალაძე

209
2025-02-16_23-50-08_607145

რაც „ოცნების“ დაუდევრობის გამო ადამიანები დავკარგეთ, ამდენი ომში არ იკარგება, – ასე აფასებს ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას.

„ომით გვაშინებენ. იცით, რა გამოვთვალე? მებრძოლი ვარ და ჩემი გონება იქეთ მიდის. პროცენტულად სამ მილიონიან ქვეყანაში, რაც ესენი მოვიდნენ და ჩვენ ამ უბედურებებით, მათი დაუდევრობების გამო უბედურებებით ხალხი დავკარგეთ, ზოგჯერ ომში ამდენი ადამიანი არ იკარგება“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი

„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არის?! რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა! „ორი ტრუპის” მომლოდინე უჯიშოებო!“ – „ქართული ოცნების“ წევრი, აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

„როცა მშიერ ბავშვებს მიწა ითხოვს ხოლმე, როცა თუნდაც მაძღარი ბავშვებით ძღება მიწა. მოდის ვიღაც კაცი და მეუბნება: ჩემკენ ხელი არ გამოიშვირო – სხვისი ბრალია“ – გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g