რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ოქტომბრის დასაწყისში ყურძნის კრეფა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც დაიწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა.

2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
