LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა გაიხსნება

1044

ქართულ მინერალურ წყლებს მალე ბაზარზე კონკურენციას ახალი წყალი გაუწევს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, “იწის წყლის” ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. გაზაფხულზე კომპანია უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს.

როგორც “ფორტუნას” რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა, შენობის კარკასი უკვე დასრულებულია გაზაფხულზე კი საწარმო უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს.

პროექტის ფარგლებში 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობაზე ადგილობრივები იყვნენ დასაქმებულები. საწარმოში კი სულ მცირე, 25 ადამიანი დასაქმდება.

“მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. მშენებლობაში ადგილობრივები იყვნენ ჩართულები. საწარმოში დაბალმინერალიზებულ წყალს ჩამოასხამენ. იგეგმება რომ წყლის ჩამოსხმა უკვე გაზაფხულზე დაიწყება”, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. 

საწარმო წელიწადში 5 მილიონამდე ლიტრი მინერალური წყლის წარმოებას დაიწყებს. წყალი გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრისთვის.
როგორც “საკანონმდებლო მაცნეში” ვკითხულობთ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შპს “იწის წყალზე” 2016 წლის 12 ოქტომბრის N1651/ს ბრძანებით გაიცა.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები