LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის პოპულარიზაციის მიზნით ექსპედიცია დაიწყო

171

რაჭის, როგორც  ტურისტული რეგიონის  პოპულარიზაციის მიზნით,  „ტროფი ექსპედიცია InRacha 2016“ დაიწყო.  პროექტის გენერალური პარტნიორი კი კომპანია ”სოკარია”.

როგორც ”ფორტუნას” ”სოკარიდან” აცნობეს,  დღეს მოყვარული მოგზაურების ორი კოლონა თბილისიდან რაჭისკენ დაიძრა, მათ შორის პროფესიონალი „ოფ როუდერების“ ჯგუფი. ისინი თბილისი-საჩხერე-მრავალძალის გაუვალ გზას გადალახავენ, მოყვარულები კი თბილისი-ამბროლაურის გზით ჩავლენ რაჭაში. მოგზაურებს შეუერთდებიან  ქუთაისში, ხაშურში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანიის ინფორმაციით, რაჭაში, წმინდა გიორგის ეკლესიასთან  კოლონები გაერთიანდება და დაიწყება 3-დღიანი ლაშქრობა:  სოფელ შქმერში  განთავსდება  კარვების ქალაქი.  მეორე დღეს მოგზაურები დალაშქრავენ ონსა და შოვს. სოფელ  გონაში, კავკასიონის ძირში, მეორე კარვების ქალაქი გაიშლება.  მესამე დღეს  კი შაორზე დაგეგმილია თევზჭერა,  პარაშუტით ფრენა და კონცერტი.

”ჩვენი კომპანია არის პროექტის გენერალური პარტნიორი, ის მხარს უჭერს საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას და  საინტერესო ინიციატივებით საქართველოს სხვადსხვა კუთხის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით ”სოკარი”
მომავალში  მრავალი აქტივობის განხორციელებას გეგმავს”, – განაცხადეს კომპანიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g