LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭველი მოსწავლეები ვებგვერდ Racha With Love-ს ქმნიან, რომელიც რაჭაში მოგზაურობას გაგვიმარტივებს

178
279355467-123909986952922-7225598086624947962-n-2022-05-13_13-23-36_323784

ონის სკოლის 4 მოსწავლე Web პლატფორმა Racha With Love-ს ქმნის, რომელიც რაჭაში მოგზაურობას გაგიმარტივებთ. სტარტაპის მთავარი მიზნის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ პლატფორმის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ნიკო კიკვიძემ ისაუბრა. მისი თქმით, Racha With Love რეგიონული მასშტაბის ტურისტულ ობიექტებს, სერვისებსა და ღირსშესანიშნაობებს გააერთიანებს.

„ჩვენი მიზანია, რომ რაჭით დაინტერესებული ადამიანებისთვის მოგზაურობა უფრო კომფორტული და მარტივი გავხადოთ. ახლახან GITA–ს 30 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რასაც პლატფორმის აწყობისა და დახვეწისთვის გამოვიყენებთ. ახლა დეველოპერების აყვანის პროცესში ვართ და დაახლოებით 4–5 თვეში მზად იქნება ჩვენი ვებგვერდი. პარალელურად, ჩვენი გუნდი მუშაობს საინფორმაციო ბაზის შევსებაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ტურისტულ ადგილს, სერვისს და მეწარმეებს მოვუყაროთ თავი,”–ამბობს, ნიკო კიკვიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

როგორც სტარტაპის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, Web პლატფორმაზე Racha With Love მომხმარებელს შეეძლება, მიიღოს ინფორმაცია რაჭაში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ, ხოლო ადგილობრივ მეწარმეებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. 

„ჩვენი მიზანია, რეგიონალური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონალურ მდგრად განვითარებაში მონაწილეობის მიღება და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტისა თუ სერვისის პოპულარიზაცია“, – დასძენენ Racha With Love-ის შემქმნელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g