LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაღაცებზე დავხუჭე თვალი… საქმე უნდა გაარჩიო შენ საპირწონესთან” – ლექს-სენი სტეფანესთან წარსულ დაპირისპირებაზე საუბრობს

1181
სწოპალექსენი

რეპერი ლექს-სენი სტეფანესთან წარსულში არსებული გაუგებრობა გადაცემაში “ია ფარულავას კონვერტი” გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან ტენდერის მოგების შემდეგ, რეპერი კონცერტებიდან მოხსნა.

“ვიღაცებმა რაღაც ტენდერები მოიგეს, ტარდებოდა კონცერტები და მე ამომაგდეს, გამეცინა. რამდენიმე კონცერტი იყო, რაღაცებზე დავხუჭე თვალი, მერე უბრალოდ რომ მოვიკითხე რაშია საქმე, ფორმატში არ ჯდებიო, ეს მახსოვს კარგად და მაგაზე გამეცინა”, – განაცხადა ლექსო ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ საქმის გარჩევა არც უცდია.

“საქმე უნდა გაარჩიო შენ საპირწონესთან. რომ შევხვდე სათქმელს ყოველთვის ვეუბნები ადამიანს, არ გვქონია გადაკვეთა. მთავარი სხვა რამეა, ადამიანს არ უნდა აჩვენო, კონკრეტულ მომენტში და მოვლენიდან გამომდინარე, შენი წყენა, სისუსტე, მაშინ გამოდიოდა, იმის ფორმულამ იმუშავა, ამ დროს მე პირიქით, ზემოდან შევხედე”.

კითხვაზე, თავადაც რატომ არ უცდია ტენდერის მოგება თავად, ლექს-სენი პასუხობს: “შენი ინტერესის სფერო თუ არის, ვიღაც “გაპარსო” რაღაცაში, მაშინ შენ არ დაგაფასებენ, როგორც შემსრულებელს და არტისტს, ჩემთვის ეს სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ერთხელ მოპარული ფული”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g