რაიან გოსლინგი და ევა მენდესი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებიც მთელი მონდომებით მალავენ პირად ცხოვრებას. პაპარაცებმა ვარსკვლავები დისნეილენდში დააფიქსირეს, გასართობ პარკში ისინი შვილების გარეშე იმყოფებოდნენ.
რაიანსა და ევას კომპანიონობას ორი მეგობარი და დაცვის წევრები უწევდნენ. ისინი ჯერ ექსტრემალური ატრაქციონით გაერთნენ, შემდეგ კი პარკში გაისეირნეს და სუვენირები შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავების პირველი ერთობლივი გამოჩენა 2011 წელს ასევე დისნეილენდში მოხდა. წყვილი ორ საერთო ქალიშვილს ზრდის.