LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგი, მარგო რობი, ჯენიფერ ლოპესი – ვარსკვლავები, რომელთა Google-ში ძიება საშიშია

176
Untitled

ანტივირუსულმა კომპანიამ – McAfee იმ ვარსკვლავების სია განაახლა, რომელთა Google-ში ძებნა შესაძლოა, ინტერნეტმომხმარებლებისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ცნობილი ფაქტია, რომ ვირუსული გვერდები ხშირად იყენებენ სელებრითების სახელებს, რათა ვიზიტორები საკუთარ საიტებზე შეიტყუონ და ამ გზით საფრთხე შეუქმნან მათ პერსონალურ ინფორმაციას.

ბოლო მონაცემებით, პირველ ადგილს ჩამონათვალში, რაიან გოსლინგი იკავებს. მეორეზეა ემილი ბლანტი – გოსლინგის პარტნიორი მომავალი ფილმიდან – The Fall Guy, რომელიც ქართულ კინოგაქირავებაში 2 მაისს ჩაეშვება. სამეულს ჯენიფერ ლოპესი ხურავს.

თემატურ რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ზენდეია (4), კევინ კოსტნერი (5), ილონ მასკი (6), ალ როკერი (7), მარგო რობი (8), ბედ ბანი (9) და ამერიკა ფერერა (10).

სხვადასხვა წელს, ,,საშიშ’’ ცნობილ ადამიანებად ასევე ითვლებოდნენ: კრეიგ დევიდი, ნაომი კემპბელი, კიმ კარდაშიანი, ადელი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები