LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაკეტებმა უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე: მარია ზახაროვა

253
მარია ზახაროვა

„რაკეტებმა უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“, – ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსეთის მხრიდან ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას.

რუსებმა ოდესას დაარტყეს: დაბომბილია საზღვაო პორტი

პუტინის მიერ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს – როგორ ეხმაურებიან ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმას

მისი განმარტებით, დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა „უხეში რუსული ბარბაროსობა“. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით“, – წერს ზახაროვა.

ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას: ენტონი ბლინკენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g