LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რახან ვინმე პოლიტიკური აქტივისტია და კონკრეტული სახელისა და გვარის მატარებელია იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ? – პრემიერი

43163692_2163464780605153_7095734676815347712_n-700x336-800x500_c

“ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი და მათი შეფასებები ნაციონალური მოძრაობის რეალურ სახეს წარმოაჩენს”,- ამის შესახებ ბახტაძემ “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ადამიანი რომელიც სამართალდამცველებზე ძალადობდა და მათ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. მათი ლოგიკა ის არის, რომ რახან ვინმე პოლიტიკური აქტივისტია და კონკრეტული სახელისა და გვარის მატარებელია იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს? ჩვენს სამართალდმაცველებს ასე უნდა გაეტარებინათ ეს?”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

პრემიერის განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას კონკრეტულ შემთხვევებზე პოლიტიკური სარჩულის მიწებება სურს. მისი შეფასებით, ველისციხის ინდიცენტზე რეაგირება კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები