LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ აღაშფოთა ლენუკა ყიფშიძე: „გრცხვენოდეთ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მამაჩემზე რამე გადაბრუნებულს რომ ამბობთ… სახალხოდ ვიტყვი, რომ არავინ აფასებს ზურას!..“

957
ზურა და ლენუკა ყიფშიძეები

ლენუკა ყიფშიძე აქვეყნებს ამონარიდს „ჯორჯიან ტაიმსის“ გადაცემიდან, სადაც ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ზურა ყიფშიძეს მისმა ოპონენტმა „ბიძინა ივანიშვილის ხელის შემყურე“ უწოდა.

„გრცხვენოდეთ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მამაჩემზე რამე გადაბრუნებულს რომ ამბობთ, უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ვინც გინდათ იყავით. ზურას რომ იცნობდეთ, რეალურად რა ადამიანია, როგორია შეგრცხვებოდათ… რაც მამაჩემს გაუკეთებია ხელოვნებაში და უშრომია, მოდით რა, მაგდენი ჯერ გააკეთეთ და მერე გააღეთ პირი და ილაპარაკეთ. სახალხოდ ვიტყვი, რომ არავინ აფასებს ზურას, ეს არის რეალობა, რაც გინდათ თქვით“, აღნიშნავს მსახიობის ქალიშვილი.

ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი სიგიჟე თქვა, მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინც აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ, არ გინდათ? – ლენუკა ყიფშიძე მამის სკანდალურ განცხადებაზე

ლენუკა ყიფშიძე მამას მიმართავს: „შენ ისეთი ადამიანი ხარ, ყველაფერი დალაგდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g