LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი სიგიჟე თქვა, მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინც აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ, არ გინდათ? – ლენუკა ყიფშიძე მამის სკანდალურ განცხადებაზე

3934
ლენუკა კყიფშიძე

მოდელი ლენუკა ყიფშიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მამამისს მსახიობ ზურა ყიფშიძეს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ.

ზურა ყიფშიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოუთქვამს, თქვა, რომ უკვირს, როგორ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი მაინც, ვინც სააკაშვილს მოკლავდა.

“ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”… იმას კი არ ვიძახი, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ – მეთქი, უბრალოდ“… – თქვა ზურამ.

აღნიშნულ განცხადებასა და საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებებზე ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს:

„აქეთ რომ გვიტევენ ეს ხალხი მაგიჟებს.

ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი სიგიჟე თქვა, თვითონაც ამას ამბობს, ოღონდ მაგ სიგიჟეს ლაპარაკობს ყოველი მეორე გამვლელი, „ნაციც“ და „ქოციც“ ყოველდღე, ასე საჯაროდ არავინ ამბობს გასაგებია… სააკაშვილის პათოლოგობის მიუხედავად, მაინც რომ არაფრით არ შეიძლება ამისი თქმა და გაფიქრება, ესეც გასაგებია…

მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინც აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ, არ გინდათ?

ამ სიგიჟის მთქმელზე უარესი სიგიჟის მკეთებლები აღშფოთდით?!?!?

მკეთებლები და არა მთქმელები????!!???

ეგ თქვენი ნაცმოძრაობა არ კლავდა ხალხს პირდაპირი შეკვეთით?!

ეგ არ აწამებდა?!

მაგათ დროს არ ტოვებდა ხალხი მეორე ოთახში ტელეფონებს თუ რამე სალაპარაკო ქონდათ ერთმანეთთან?!

თქვენ დროს არ აუპატიურებდნენ ქალიან-კაციანად ყველას, ვისი დასჯაც ყველაზე სასტიკად გინდოდათ?!

თქვენ დროს არ გიფორმებდნენ ღამის სამ და ოთხ საათზე მთელი ცხოვრების ნაწვალებს?! თავისი ნებით შვებოდნენ?!?!??

თქვენ დროს არ აგიჟებდით ხალხს, ვითომ რაღაცას აკეთებდით, წინა მხარეს შეღებილ შენობას რვაჯერ რომ ხსნიდით?!

თქვენ დროს არ იყო, ყველა ტელევიზია ერთ ხმაში რომ ლაპარაკობდა პუტინის და კიმ ჩენ ინის ტელევიზიებივით?!

თქვენ არ ცდილობთ დღესაც ტყუილებით და სიბინძურით მიაღწიოთ რაღაცას?!??

თქვენ არ ებრძვით ტრადიციებს, ეკლესიას, პატრიარქს და თქვენ არ გინდათ ისტორია გადაწეროთ???!!?????
ხო არ გააფრინეთ მართლა, რომელი ისტორიის გადაწერა და გადარეცხვა გინდათ თქვე ლაჩარო პათოლოგებო“?!!!!!!!!!!!! – წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g