LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გააძვირა საწვავი – ფაქტორები, რომლებმაც ნავთობის ფასი გაზარდა

120

საქართველოში საწვავი ოქტომბრის თვეში 2-დან 4 თეთრამდე გაძვირდა. რამ გამოიწვია ფასების მატება – თემაზე განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება.

კერძოდ, ივლისის თვეში ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენდა საშუალოდ 48-49 დოლარს/ბარელზე, აგვისტოში – 51-52 დოლარს/ბარელზე, სექტემბერში – 52-56 დოლარს/ბარელზე, ხოლო ოქტომბრში – 56-58 დოლარს ბარელზე.

”მიმდინარე პერიოდში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს: კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესრულების დონე, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა სექტემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია – 120 %-ს (აგვისტოში – 116%). აღნიშნული შეთანხმების შესრულება ხელს უწყობს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას.

ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ასევე ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აღნიშნული მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს.

ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით მძაფრი პოლიტიკური განცხადებები მის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ნავთობის ფასის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ასევე აშშ-ში ბოლო პერიოდში ზედიზედ რამოდენიმეჯერ ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტის დაფიქსირება”, -აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრაზე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g