LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გამოიწვია 2021 წელს კოვიდინფიცირების მზარდი მატება – თენგიზ ცერცვაძე სამ მიზეზს ასახელებს

349
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძემ 2021 წელს კორონავირუსის მზარდი მატების სამ მიზეზზე ისაუბრა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, “რუსთავი2-ის” ეთერში ამბობს, რომ 2020 წლისგან განსხვავებით 2021 წელს გარკვეულ ეტაპებზე პანდემიის მართვის სადავეები ხელიდან გაიქცა და ეს ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებზეც აისახა.

“3 მთავარი მიმართულება იყო ძირითადი მიზეზი: პირველი ეს იყო ვაქცინაციის დაბალი მოცვა, ქვეყანა ვერ გავიდა სამიზნე მაჩვენებელზე. უნდა ყოფილიყო აცრილი მოსახლეობის 2/3 და რეალურად არის აცრილი 1/3 ცოტა მეტი თუ ავიღებთ ზრდასრულ მოსახლეობას და 1/4 თუ ავიღებთ სრული მოსახლეობიდან.

მეორე სუსტი ადგილი იყო პირბადეების ძალიან დაბალი გამოყენება 30% ფიქსირდებოდა ბოლო კვირებში, მაშინ როდესაც ევროპის და აშშ-ს ქვეყნებში 90%-ია, ამ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში.

მესამე – სპეციფიკური გარემოება საქართველოსთვის, ხალხმრავალი შეკრებები და მიტინგები,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

magti 5g