“ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსული ინფექციის მსუბუქად გადატანის შემთხვევაში ანტისხეულები შესაძლოა 3 თვეში გაქრეს ორგანიზმიდან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის მხოლოდ შუალედური შედეგი და არ ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არსებობს.
„საბოლოოდ ამაზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში ხელმეორედ დაინციფირების შემთხვევები არის ერთეული. მაქვს იმედი, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანს მეტნაკლებად მყარი იმუნიტეტი დარჩება და ერთეული შემთხვევების გარდა არ დაინფიცირდებიან“,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.