LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებმა შეიძლება სახლის პირობებში იმკურნალონ – ინფექციონისტი

391
BeFunky-collage - 2020-10-19T212636.839

“მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს“,-ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

მან განმარტა, როგორი მდგომარეობა ითვლება მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევად.

მსუბუქი არის პაციენტი, რომელსაც აქვს რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი, მსუბუქად გამოხატული სიმპტომები: დაბალი ტემპერატურა, ერთეული ხველა, ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე, რაც ნებისმიერი ტიპის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს.

საშუალო სიმძიმისაა პაციენტი, რომელსაც აქვს ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე, მაგრამ არ აქვს გამოხატული მზარდი  სუნთქვის უკმარისობა და ტემპერატურა ადვილად ემორჩილება სიცხის დამწევს საშუალებებს. თუ ასეთი ადამიანები არიან ახალგაზრდები და არ აქვთ რაიმე ქორნიკული დაავადება, მისაღებია, რომ ისინი დარჩნენ ბინაზე და იყვნენ მონიტორინგის ქვეშ“,-განაცხადა ინფექციონისტმა.

შევინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, პანიკის დროს შეიძლება დაავადების მიმდინარეობა შეიცვალოს – ალექსანდრე გოგინავა 

დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება – ლევან რატიანი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g