რამდენად ეფექტურია მეზოძაფები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა თეა ჩხვიმიანმა ისაუბრა.
ეხმარება თუ არა მეზოძაფები ლიფტინგის პროცესს?
დღევანდელ დღეს ესთეტიკურ მედიცინაში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროცედურა არის მეზოძაფებით ლიფტინგი და არმირება.
პროცედურა საშუალებას გვაძლევს არაქირურგიულად მივიღოთ მოშვებული ქსოვილების დაჭიმვის ეფექტი.
მეზოძაფი წარმოადგენს ბიოდეგრადირებად მასალას, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ იშლება,თუმცა ქმნის კოლაგენის მყარ კარკასს,რომელიც აძლევს ქსოვილებს სიმყარეს და ტურგორს.

რა ზონაზე გამოიყენება მეზოძაფები?
ძაფები არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის და შემადგენლობის. გამოიყენება ჩვენების შესაბამისად, კონკრეტულ ზონაზე.
ძაფების პროცედურამდე უმჯობესია კანი იყოს დატენიანებული, ანუ ჩატარებული იქნეს ბიორევიტალიზაციის, ბუსტერიზაციის პროცედურა.
ასევე, ეს პროცედურა შეიძლება კომბინაციაში ძაფებთან ერთ სესიაში, 2 კვირის შემდეგ.
აპარატურული პროცედურების ჩატარება მეზოძაფებამდე შეიძლება 2 კვირით ადრე და პროცედურიდან 4-6 კვირაში.
პროცედურა საჭიროებს დაახლოებით იგივე რეაბილიტაციის პერიოდს ,რაც სხვა ინექციური პროცედურები(rf მიკრონიდლინგი, ფოტონა).