LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მარტივია ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – FM ქოუჩი

11
mariamqoiava

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად მარტივია ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ savvy-ის თანადამფუძნებელმა მარიამ ქოიავამ ისაუბრა.

არის თუ არა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რეალური პრობლემა დღეს ქვეყანაში?

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სახელდება ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად კომპანიების ზრდისთვის, ჩემი აზრით დღეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თუ როგორი პროდუქტები არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომიბის კუთხით ვინაიდან ქვეყანაში საკმარისზე მეტი რესურსია, უბრალოდ ხშირად ის რესურსი, მაგალითად დროებითი კაპიტალი, რომელიც ხშირად ძალიან სჭირდებათ დამწყებ კომპანიებს, არის ძალიან ცოტა ან ძალიან ძვირი.

რას ნიშნავს ტერმინი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა?

მარტივად რომ განმავრტოთ, ეს არის ყველა ის პროდუქტი და ინსტრუმენტი, რომელიც მეწარმემ შეიძლება გამოიყენოს თავისი ბიზნესის გასაფართოვებლად ან ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. ფინანსური პროდუქტების მაგალითებია: კაპიტალი, კომერციული ბანკისგან აღებული სესხი, ლიზინგი, ინვესტორისგან მოძიებული კაპიტალი, კერძო კაპიტალის ფონდებისგან მოძიებული კაპიტალი და ა.შ.

რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტები?

დღესდღეობით საქართველოში უმეტესწილად დომინირებს საბანკო დაკრედიტება. ჩვენი საბანკო სისტემა რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. თუმცა, სწორეს ის ფაქტი, რომ ჩვენთან არის ყველაზე კარგად წარმოდგენილი საბანკო პროდუქტები სხვა ფინანსურ პროდუქტებთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ერთ-ერთ სირთულეს მეწარმეებისთვის. ამის მთავარი მიზეზი არის ბანკის მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილება.

სად არის რეალური პრობლემა დღეს, მეწარმების მზადყოფნაში მიიღონ დაფინანსება თუ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროდუქტებში?

ჩემი დაკვირვებით დღეს პრობლემა უმეტესწილად მეწარმეების მზაობაშია მიიღონ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტები. ყველა დაფინანსების გამცემს, იქნება ეს ბანკი, ფონდი თუ კერძო ინვესტორი უნდა, რომ დაინახოს მყარი და განვითარების პერსპექტივის მქონე კომპანია. ასევე, განსაკუთრებით ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი როგორც ინვესტორის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და მისთვის მიცემული დანაპირები ინვესტიციის განხორციელების დროს ასევე შესრულებული. მიმაჩნია, რომ რაც უფრო კიდევ განვითარდებიან ქართული კომპანიები და მეწარმეები, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ დამატებითი ფინანსირების მოზიდვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები