ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 4 დღეში დატოვებს.
სუბელიანი შეფარდებული სასჯელის მოხდას 8 ივლისს დაასრულებს.
			 
							"სამარტოვო საკანში გამოვსწორდი," - თქვა სუბელიანმა მოსამართლის კითხვის პასუხად, თუ რას ფიქრობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.
						
							
								თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ციხეში ვიჯდები, სამარტოვო საკანში გამოვსწორდი - მირზა სუბელიანი
							
						
						
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
			 
							თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
						
							
								მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ არ უნდა დადიოდეს - ზაზა სარალიძე
							
						
						
 
				 
															
 
															 
						 
						 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 