LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ხანი შეიძლება ვატაროთ პირბადე, რომელიც ტრანსპორტში გვეკეთა – ინფექციონისტის რეკომენდაციები

6529
busmasknews

რამდენიმე დღეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ისევ შეგვეძლება. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რამდენად მოხერხდება ტრანსპორტში ადამიანების დაინფიცირებისგან დაცვა. გაიცა რეკომენდაცია, რომ ყველამ უნდა ატაროს პირბადე.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რამდენად შესაძლებელია პირბადემ მგზავრები დაიცვას.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ტრანსპორტით გადაადგილებისას საჭირო რეკომენდაციებს გვაძლევს.

 

რამდენად ვიქნებით დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით?

ახალი კორონავირუსული ინფექცია წვეთოვნად გადამდები დაავადებაა. გადადის ორ მეტრზე ახლო კონტაქტით. დიდი ალბათობით საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანცია დარღვეული იქნება, მაგრამ პირბადე ხელს შეუშლის წვეთების გარეთ გამოფრქვევას. ამიტომ აუცილებელია, ყველა ადამიანმა დახურულ სივრცეში პირბადე გამოიყენოს, მათ შორის შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ასევე აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა ანტისეპტიკური საშუალებებით. მნიშვნელოვანია, ამ რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებების რაოდენობის მატება და დარჩეს მხოლოდ ერთეული ახალი შემთხვევები.

რამდენი ხანი შეიძლება ვატაროთ პირბადე, რომელიც ტრანსპორტში უკვე გვეკეთა?

პირბადის გამოყენების ვადა ჩვეულებრივ პირობებში 1-2 საათია, ამიტომ 2 საათი მოხმარების შემდეგ, პირბადე უნდა მოვიხსნათ და გადავაგდოთ. თუ ტრანსპორტიდან ჩამოსვლის შემდეგ ღია სივრცეში გადავაადგილდებით, პირბადის მოხმარება საჭირო აღარაა და შეგვიძლია გადავაგდოთ.
თუ ტრანსპორტიდან ჩამოსვლის შემდეგ ისევ ტრანსპორტში უნდა ავიდეთ და პირბადის გაკეთებიდან 2 საათი არ იქნება გასული, შეგვიძლია, იგივე პირბადე კვლავ გამოვიყენოთ.

საუბარი იყო, რომ ყველა გაჩერებაზე სადეზინფექციო ხსნარი დახვედროდა მგზავრს, ეს ვერ განხორციელდა. როგორ შეიძლება მისი ჩანაცვლება?

სავარაუდოდ, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მთავარია, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში იყოს  ანტისეპტიკური ხსნარები. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ანტისეპტიკური ხსნარი და გამოვიყენოთ, როდესაც ბევრ სხვადასხვა ზედაპირთან მოგვიწევს შეხება.

მეტროსა და ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება - კახა კალაძე

"მძღოლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩართონ კონდიციონერი".

რატომ არ გაიცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელთათმანების ტარების რეკომენდაცია?

ხელთათმანების ტარების აუცილებლობა არ არის, თუ ჩვენ ხელებს კარგად დავიბანთ. თან ხელთათმანი შეიცავს დიდ საფრთხეს. თუ ხელთათმანი გვეკეთება, არ დავიმუშავებთ ხელებს ანტისეპტიკური ხსნარით და მთელ დღეს ასე გავატარებთ, ის შეიძლება ინფიცირების წყარო გახდეს და არა დამცავი საშუალება. როდესაც ხელთათმანით სხვადასხვა ზედაპირს ვეხებით, უნდა დავამუშავოთ სადეზინფექციო ხსნარით და რაღაც პერიოდის შემდეგ გადავაგდოთ. მისი სრულფასოვნად ჩანაცვლება შეიძლება ხელების ხშირი დაბანით. პირბადეს კი ვერაფრით ჩავანაცვლებთ.
როგორც აღმოჩნდა, ვირუსის გადაცემის მთავარი გზა არის დაინფიცირებული ადამიანი. ვირუსი ნაკლებად გადადის რაიმე ზედაპირიდან. ამიტომ პირბადის ტარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს: მათ შორის მეტროც

შეგახსენებთ, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სახეობა მუშაობას განაახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g