29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ქვეყანაში პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული ზომები. მთელი რიგი შეზღუდვების შემსუბუქება გადავწყვიტეთ.
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი“, – განაცხადა პრემიერმა.
მუშაობას ჩვეულებრივ განაახლებს მიკროავტობუსებიც.
შეგახსენებთ, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა.